Wednesday, July 6, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა


1.პროექტის სახელწოდება:სამკურნალო მცენარეები(ადგილობრივ ტერიტორიაზე).

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2წინადადებით. შეისწავლონ ადგილობრივი სამკურნალო მცენარეები.

3.პროექტის აქტუალობა:თემა აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეებს ეცოდინებათ ცხოვრებაში თითეული მცენარის სამკურნალო თვისებები,მათი გონივრული გამოყენება და ამ მცენარეების მოფრთხილება.

4.პროექტის მიზნები:გაუღრმავდეს მოსწავლეებს ბუნების სიყვარული და გაუფრთხილდნენ ჩვენს ფლორას და ფაუნას.
მოსწავლეებმა თავისი გამოცდილება გაუზიარონ, როგორც თანასოფლელებს ასევე გარეშემო მყოფთ დაშეასწავლონ ამ მცენარეების გონივრული გამოყენება.

5.მონაწილეთა ასაკი;14-15წელი.

6.ვადები/ხანგრძლივობა;ზაფხულის პერიოდი, 3თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას;მოსწავლეები შეგროვილი მცენარეების გამოყენების შემდეგ იმსჯელებენ თუ რა შედეგი მიიღო  იმ პიროვნებამ,ვინც ეს მცენარე გამოიყენა პრაქტიკაში.ანალიზის გაკეთების შემდეგ ისინი შექმნიან პლაკატებს ან მოწოდებებს.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:საკვლევი ტერიტორია, ჩანაწერის დღიური, ფოტო აპარატი, გამოკითხვა მოსახლეობის თუ რა იციან სამკურნალო მცენარეების შესახებ და როგორ გამოიყენებენ,წიგნები სადაც ეს მცენარეები არის განხილული,ოთახი,სადაც შეგროვილი მცენარეები უნდა გაშრეს და შევინახოთ.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობებით);მსვლელობის დროს ბავშვები ჯგუფებად აგროვებენ მცენარის იმ ვეგეტატიურ ნაწილებს, რომლებიც სამკურნალოა.შეგროვება ხდება პერიოდულად სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფაზაში.

10.საგნებთან/საგნობრივიჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:კავშირს ამყარებენ გეოგრაფიასთან და აკვირდებიან თვითეული მცენარე ,როგორი ნიადაგის ქანებზე იზრდება.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი);ჯულიეტა იარაჯული.

12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:julietaiarajuli@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://julietaiarajuli.blogspot.com